31 წლიანი ისტორიის საუკეთესო გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატების შესარჩევ ეტაპებზე

“დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ იმ მორაგბეების წინაშე, რომლებმაც საფრანგეთში საქართველოს სახელი დაამკვიდრეს”
ნოემბერი 12, 2021 20:52
ურთიერთშეხვედრები – საქართველო 🆚 უზბეკეთი
ნოემბერი 13, 2021 09:56

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა, 11 ნოემბერს ბათუმში, ახალ სტადიონზე, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში შვედეთის ნაკრები 2-0 დაამარცხა.

ჯვაროსნებმა მსოფლიო ჩემპიონატების შესარჩევი ეტაპის ისტორიაში მე-11 მატჩი მოიგეს და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაზე ხმაურიანი სწორედ 11 ნოემბრის გამარჯვება იყო.

მიუხედავად რაოდენობრივად ცოტა გამარჯვებებისა ჩვენს ეროვნულ გუნდს ისტორიაში რამდენიმე კარგი მატჩი აქვს ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, მაგალითად:

2013 წელს გამართული მატჩში თბილისში საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ დასრულებული ფრე 0-0, ის მატჩი გიორგი ლორიას სანაკრებო და საკლუბო კარიერაში დღემდე ერთ-ერთი გამორჩეულია.

2016 წელს გამართულ მატჩში, კარდიფში უელსის წინააღმდეგ, მსოფლიო ჩემპიონატების შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ფრედ 1-1 ითამაშა. ალბათ ყველა, ვინც კარდიფულ მატჩს უყურა დამეთანხმება, რომ საქართველოს ნაკრები გამარვჯებას იმსახურებდა ამ მატჩიდან რამდენიმე თვეში კი ბრიტანელები ევროპის ჩემპიონატის 1/2 ფინალში გავიდნენ.

გარდა ზემოთ აღნიშნული მატჩებისა საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე  არ წაუგია –  დანიასთან, იტალიასთან თურქეთთან და ირლანდიასთან.

მსოფლიო ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ეტაპის ისტორიაში ყველაზე ხმაურიანი გამარჯვება კი სწორედ 11 ნოემბრის მატჩია, რომელიც ჯვაროსნების ისტორიის დაფაზე ჯერ-ჯერობით ყველაზე მაღალ საფეხურს დაიკავებს. ხუმრობა საქმე როდია, ქართველებმა ხომ მსოფლიო რეიტინგის მე-17 ადგილოსანს მოვუგეთ.

 

 

 

 

 

Share