„ამ მატჩის მოგება ძალიან გვჭირდებოდა, მადლობა გულშემატკივარს“ – გურამ კაშია

გიორგი ნავალოვსკიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა
ნოემბერი 12, 2021 11:02
„მილანი მას აკვირდება, კვარაცხელია იბრაჰიმოვიჩის თვალწინ სასწაულებს აკეთებს“ – რას წერენ იტალიაში კვარაცხელიას შესახებ
ნოემბერი 12, 2021 11:54

11 ნოემბერს ბათუმში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ხვიჩა კვარაცხელიას დუბლის წყალობით შვედეთის ეროვნული ნაკრები 2-0 დაამარცხა.

საინტერესო კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა და გუშინდელი შეხვედრის ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ, გურამ კაშიამ:

 

„დღევანდელმა მატჩმა აჩვენა თუ რამდენ რამეს ცვლის გულშემატკივარი და პირველ რიგში, მსურს მათ მადლობა გადავუხადო. ძალიან დაგვეხმარნენ, სწორედ ეს სხვაობაა ქომაგებთან და მათ გარეშე თამაშს შორის.

​ვთვლი, რომ დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ბოლო ორი მატჩი როგორც ვითამაშეთ, მონდომებით და გამარჯვების სურვილით, სწორედ ასეთი უნდა იყოს საქართველოს ნაკრები და ასე უნდა ვთამაშობდეთ სულ. გახარებული ვარ, რომ ეს მატჩი მოვიგეთ, რადგან ეს ძალიან გვჭირდებოდა, როგორც ფეხბურთელებს, ისე მწვრთნელებს და მთელს საქართველოს. ნაჩვენები შედეგი, რა თქმა უნდა, ოპტიმიზმს აჩენს და ეს მომწონს, რადგან მე პირადად ოპტიმისტი ვარ და მუდამ მსურს წარმატებული ვიყო, წარმატებული იყოს გუნდი და ვიგებდეთ თამაშებს.“ – განაცხადა კაშიამ

 

გურამ კაშია და საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას 15 ნოემბერს 18:00 საათზე გორში, უზბეკეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

Share