დიდი მადლობა საქართველო – როგორ იწყებოდა საბერძნეთი 🆚 ესპანეთის რეპორტაჟი

VIDEO მოკითხვა პუტინს, ჰიმნი და ზეიმი ბათუმის ქუჩებში
ნოემბერი 12, 2021 19:38
“დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ იმ მორაგბეების წინაშე, რომლებმაც საფრანგეთში საქართველოს სახელი დაამკვიდრეს”
ნოემბერი 12, 2021 20:52

როგორც იცით გუშინ საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით, ბოლო მატჩში, ბათუმში ახალ სტადიონზე შვედეთის ეროვნული ნაკრები 2-0 დაამარცხა.

შვედეთის ნაკრები გამარჯვების ან თუნდაც ფრის შემთხვევაში ინაღდებდა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს, ესპანეთის ნაკრებს კი დიდი ალბათობით ფლეი-ოფის თამაში მოუწევდა.

როგორც ჩვენთვის ცნობილი იყო ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელები ადევნებდნენ ჩვენს მატჩს თვალს, საქართველოს ნაკრების გამარჯვება ძალიან გაუხარდათ და ერთ-ერთი ტრანსლაციის დასაწყისში ასეთი ტიტრი ვიხილეთ – “Georgia Muchas Grecias” – რაც ქართულად ითარგმნება როგორც – “საქართველო დიდი მადლობა”

ესპანეთის ნაკრებმა გუშინ თავისი შეხვედრა საბერძნეთის წინააღმდეგ სტუმრად მოიგო და ბოლო ტურის წინ ჯგუფის ლიდერის სტატუსიც მოიპოვა.

როგორც თქვენთვის ცნობილია საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ ეტაპზე ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა, 8 თამაშში 7 ქულა მოიპოვა, 2 მატჩი მოიგო, ერთი კი ფრედ ითამაშა.

Share