„მან კლასი ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ აჩვენა, შვედეთთან მატჩის შემდეგ კი ყველა კითხვა გააქრო“ – რას წერს მუნდო დეპორტივო?

VIDEO – საქართველოს გაუმარ….. || გასახდელის კადრები მატჩის შემდგომ
ნოემბერი 12, 2021 12:56
“ბორჯღალოსნების სამატჩო რაზმი “ლე ბლესთან”
ნოემბერი 12, 2021 13:38

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 11 ნოემბერს ბათუმში შვედეთის ნაკრებს უმასპინძლა და ხვიჩა კვარაცხელიას დუბლით 2-0 დაამარცხა.

ამ ყველაფრით ესპანეთის ნაკრებმა ისარგებლა, ამიტომაც მატჩის შემდეგ კვარაცხელია პირენეებზე დიდი აქტუალურობით სარგებლობს, რაზეც კატალონიური გამოცემის „მუნდო დეპორტივოს“ სტატიაც მოწმობს:

 

„მან საკუთარი კლასი უკვე 28 მაისს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ აჩვენა, ხოლო შვედეთთან მატჩის შემდეგ კი ყველა კითხვა გააქრო. ხვიჩა კვარაცხელია უფრო და უფრო ცნობადი ხდება ევროპელი გულშემატკივრისთვის რასაც ლოგიკურად მისი რომელიმე წამყვან ლიგაში ტრანსფერი უნდა მოჰყვეს.

პერსპექტიული მარცხენა შემტევმა ძალიან დიდი საქმე გაუკეთა ესპანეთის ნაკრებს, შვედების მარცხის შემდეგ, ესპანეთმა საბერძნეთთან მოგებული მატჩის მერე ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს.

პირველი გოლის დროს კვარაცხელიამ ყველაზე ჭკვიანურად ითამაშა, ზუსტად დაარტყა და ანგარიშიც გახსნა. მეორე გოლი კი მის სლალომს მოყვა. გონიერი, ტექნიკური, სწრაფი და თავდაჯერებული, ასეთი ფეხბურთელია კვარაცხელია.

ახლა ის ყაზანის რუბინში თამაშობს და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში ფული პრობლემა არ არის, რუსეთის ჩემპიონატი წამყვან ლიგებს ხარისხში ბევრად ჩამორჩება. თუ გავითვალისწინებთ კვარაცხელიას სათამაშო კლასს და მის შვედებთან ბენეფისს, ქართველი ფეხბურთელი რუსეთში დიდხანს აღარ დარჩება და ძლიერ ევროპულ ჩემპიონატში გადავა.“ – წერს „მუნდო დეპორტივო“

 

 

Share