„მილანი მას აკვირდება, კვარაცხელია იბრაჰიმოვიჩის თვალწინ სასწაულებს აკეთებს“ – რას წერენ იტალიაში კვარაცხელიას შესახებ

„ამ მატჩის მოგება ძალიან გვჭირდებოდა, მადლობა გულშემატკივარს“ – გურამ კაშია
ნოემბერი 12, 2021 11:13
FIFA-ს რეიტინგი: შვედეთთან გამარჯვებამ რამდენიმე პოზიციით დაგვაწინაურა
ნოემბერი 12, 2021 12:05

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 11 ნოემბერს ბათუმში შვედეთის ნაკრებს უმასპინძლა და ხვიჩა კვარაცხელიას დუბლით 2-0 დაამარცხა.

კვარაცხელიას თამაში შეუმჩნეველი არ გამხდარა იტალიური მედიისათვის, რომელმაც ხვიჩაზე საინტერესო სტატია გამოაქვეყნა:

„ფენომენალური ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია კვლავ სასწაულებს აკეთებს მოედანზე, ამჯერად მისი უდიდებულესობა ზლატან იბრაჰიმოვიჩის თვალწინ. ხვიჩამ მილანის ფორვარდის გუნდს ორი გოლი გაუტანა და 2-0 წაგების შემდეგ შვედეთის შანსები რათა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავოს საგრძნობლად შემცირდა.

ყაზანის რუბინის ტალანტმა 61 და 77 წუთებზე შეძლო თავისი გოლების გატარა, მან ანდერსონის გუნდს არანაირი შანსი არ მისცა დღევანდელ შეხვედრაში, რაც შეეხება „როსონერის“ ვარსკვლავს, ის ნამდვილად იმედგაცრუებული უნდა დარჩენილიყო.

თბილისის დინამოს აღზრდილი ფეხბურთელი, უყვარს ფლანგიდან შეტევა და აქვს კარგი დრიბლინგი, თუმცა შეუძლია ცენტრალური ფორვარდის სტილშიც საჯარიმოში გოლის გატანაც, რაზეც პირველი გოლიც მეტყველებს. რუსეთის ჩემპიონატში მას არ აქვს საუკეთესო სეზონი, მას ამ სეზონში მხოლოდ ერთი გოლი აქვს გატანილი, თუმცა შვედეთის წინააღმდეგ დუბლი ნამდვილად დიდი სენსაციაა.

მაისის ბოლოს კვარაცხელიას მამამ აღიარა, რომ მის შვილს გუნდის დატოვება უნდოდა, დაინტერესებული იყო მილანი, როგორც ამბობენ მოლაპარაკებებში თბილისის მერი და მილანის ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძეც იყო ჩართული და მაქსიმალურად ცდილობდა ხვიჩას მილანში ტრანსფერის განხორციელებას, თუმცა 20 მილიონმა ევრომ და არაევროკავშირის პასპორტის ქონამ ტრანსფერი გააჭიანურა.

კვარაცხელიათი სხვა კლუბები არიან დაინტერესებული- ტოტენჰემი, ლევერკუზენი და მენხენგლადბახის ბორუსია მას თვალს ადევნებენ. მალდინი და მასარა კვლავ აკვირდებიან ხვიჩას, დღეიდან კი ალბათ ზლატანიც.“ – წერს იტალიური „Calciomercato“

 

 

Share