გიორგი ნავალოვსკიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა

▶️VIDEO გიორგი ლორია შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ
ნოემბერი 12, 2021 09:07
„ამ მატჩის მოგება ძალიან გვჭირდებოდა, მადლობა გულშემატკივარს“ – გურამ კაშია
ნოემბერი 12, 2021 11:13

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვეტერანმა მცველმა გიორგი ნავალოვსკიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა. საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩის დაწყებამდე ბათუმის “დინამოს” ფეხბურთელს სიმბოლური საჩუქრები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა გადასცა.

გიორგის დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2008 წელს ჰქონდა, როდესაც ახალგაზრდა ფლანგის მცველი ესტონეთის ნაკრების წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში გამოვიდა და შეუცვლელად 90 წუთი ითამაშა, ის შეხვედრა 1-1 დასრულდა.

უკვე მეორე შეხვედრაში კი მას პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ მოუწია თამაში, მის ფლანგს კი მანჩესტერის ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ უტევდა, რომელმაც ორი კვირით ადრე ჩემპიონთა ლიგის ფინალში ჩელსის გოლი გაუტანა და ამ კარიერაში ჩემპიონთა ლიგის თასსაც დაეუფლა. შეხვედრა პორტუგალიელთა გამარჯვებით 2-0 დასრულდა

ნავალოვკსის ეროვნულ ნაკრებში 41 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი ასისტით გამოირჩა. ბოლოს გიორგი მოედანზე 2020 წელს, თბილისში სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ გამოჩნდა მოედანზე, რომელიც ქართველმა ფეხბურთელებმა 1-2 წააგეს.

Share