“დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ იმ მორაგბეების წინაშე, რომლებმაც საფრანგეთში საქართველოს სახელი დაამკვიდრეს”

დიდი მადლობა საქართველო – როგორ იწყებოდა საბერძნეთი 🆚 ესპანეთის რეპორტაჟი
ნოემბერი 12, 2021 20:41
31 წლიანი ისტორიის საუკეთესო გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატების შესარჩევ ეტაპებზე
ნოემბერი 12, 2021 21:52

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები კვირას, თბილისის დროით 17:00, ბორდოში ნოემბრის ტესტ-სერიის პირველ მატჩს გამართავს და საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ისტორიული მატჩის წინ, კომენტარი საქართველოს ნაკრების და “შავი ლომის” კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ გააკეთა.

“საფრანგეთს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს. ისინი მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტებად ითვლებიან და უმძიმესი მატჩი გველის. მოსამზადებელი ეტაპი კარგად გავიარეთ და ყველა შესაძლო სათამაშო სცენარზე ვიმუშავეთ. ახლა, მთავარი სათამაშო ხარისხია, რომელიც თამაშზე გამოჩნდება. საფრანგეთი პრინციპული მეტოქეა, იქ სხვადასხვა თაობის ქართველმა მორაგბემ დიდი სახელი დატოვა. დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ იმ მოთამაშეების წინაშე, რომლებმაც საფრანგეთში საქართველოს სახელი დაამკვიდრა.”

საქართველო და საფრანგეთი  აქამდე მხოლოდ ერთხელ, 2007 წლის მსოფლიო თასზე არიან შენახვედრნი და მაშინ “ლე ბლემ” “ბორჯღალოსნები” 64:7 დაამარცხეს.

Share