21-წლამდე ნაკრები ინგლისთან მატჩისთვის დანაკლისით ემზადება

საქართველოს ნაკრებს კანკავა და ლოჩოშვილი გამოაკლდნენ
ნოემბერი 13, 2021 18:43
“დიდი ემოცია და მუხტი მივიღეთ – უზბეკეთსაც უნდა მოვუგოთ!”
ნოემბერი 13, 2021 19:05

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები, 16 ნოემბერს ბათუმში ინგლისის ახალგაზრდულ გუნდთან გასამართი შეხვედრისთვის მზადებას თბილისში განაგრძობს.

გუნდს, ტრავმის გამო სამტრედიას ნახევარმცველი – ანატოლი მესიაჩენკო ვერ დაეხმარება. ჯამში, ინგლისელებთან მატჩისთვის – 23 ფეხბურთელი ემზადება.

U21 | საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), ლუკა ნანავა (კოლხეთი 1913).

მცველები: საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ცოტნე კაპანაძე (თელავი), ივა გელაშვილი (პრაღის სპარტა, ჩეხეთი), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (კადისი, ესპანეთი), ლევან ხარაბაძე (დინამო თბილისი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), გიორგი ქველაძე (ლოკომოტივი თბილისი)

ნახევარმცველები: ნიკა გაგნიძე (დილა გორი), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბილისი), ოთარ ფარულავა (გაგრა), გიორგი მოისწრაფეშვილი (დინამო თბილისი), ბექა დარცმელია (ლოკომოტივი თბილისი), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო), გიორგი ლომთაძე (სამტრედია), თორნიკე მორჩილაძე (დინამო თბილისი), ლუკა გაგნიძე (ურალი, რუსეთი).

თავდასხმელები: გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი თბილისი), გიორგი გაგუა (ალავესი, ესპანეთი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო).

რამაზ სვანაძის გუნდი, ხვალ ბათუმში გაემგზავრება და ინგლისის 21-წლამდე ნაკრებთან მატჩისთვის მზადებას, შეხვედრის მასპინძელ ქალაქში განაგრძობს.

Share