“ეროვნულ ნაკრებში გამოძახება დიდი პასუხისმგებლობა და უდიდესი სიხარულია” – ვოლკოვი

“დიდი ემოცია და მუხტი მივიღეთ – უზბეკეთსაც უნდა მოვუგოთ!”
ნოემბერი 13, 2021 19:05
ისტორიული მატჩი მარსელის ველოდრომზე-გავიხსენოთ 14 წლის წინანდელი მატჩი ლე ბლესთან
ნოემბერი 13, 2021 19:34

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართული ბოლო შეხვედრის შემდეგ, წლის დასკვნითი ამხანაგური მატჩისთვის თბილისში ემზადება.

15 ნოემბერს ვილი სანიოლის გუნდი გორში  უზბეკეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ამხანაგურ მატჩამდე ჩვენი გუნდი თბილისში ვარჯიშობს. ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე დღეს ნაკრებმა 23 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. უზბეკეთთან ამხანაგურ შეხვედრას ტრავმის გამო ლუკა ლოჩოშვილი გამოტოვებს, ოჯახური მდგომარეობის გამო გუნდთან ერთად არ იქნება ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა.

მატჩამდე ორი დღით ადრე საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა დავით ვოლკოვმა კომენტარი გააკეთა.

 ეროვნულ ნაკრებში გამოძახება დიდი პასუხისმგებლობა და ამავე დროს უდიდესი სიხარული. აქედან გამომდინარე, ბედნიერი ვარ, რომ ასეთ მატჩში მონაწილეობის შანსი მომეცა. რაც შეეხება უზბეკეთის წინააღმდეგ გასამართ მომავალ შეხვედრას, ყველანი 100 პროცენტიანი კონცენტრაციით ვემზადებით. ვცდილობთ, რომ ამ მატჩსაც ისე მივუდგეთ როგორც ოფიციალურ თამაშს, რადგან ეროვნულ ნაკრებში ამხანაგური შეხვედრა არ არსებობს. ბოლომდე დავიხარჯებით და იმედი მაქვს, რომ წელს დადებითი შედეგით დავასრულებთ.;

Share