“მისდამი ინტერესი უფრო გაიზრდება და მილანს გაუჭირდება” – იტალიური მედია

▶️VIDEO ჩაკვეტაძე 🆚 ყაზახეთი – კარიერის მატჩი
ნოემბერი 13, 2021 11:38
“ფრანგებმა უძლიერესი შემადგენლობა დააყენეს, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი გვაფასებენ”
ნოემბერი 13, 2021 14:00

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა.

ჯვაროსნებმა შვედები 2-0 დაამარცხეს, ორივე გოლი კი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, რითაც მსოფლიო მედია კიდევ ერთხელ აალაპარაკა.

იტალიურ მედიაში კი დაიწერა, რომ მილანი კვარაცხელიას მიმართ ინტერესს ჯერ კიდევ ინარჩუნებს და მას აკვირდება.

ჟურნალისტ სანდრო საბატინის ცნობით, “როსონერი” ზაფხულში კვარაცხელიას შეძენით იყო დაინტერესებული. მან აღნიშნა, რომ 20 წლის ფეხბურთელს მილანი კახა კალაძის რჩევით აკვირდებოდა და მოსწონდა.

“ხვიჩა ტექნიკური ახალგაზრდა გარემარბია და ყაზანის “რუბინში” თამაშობს, რაც ნიშნავს, რომ მალე კარიერაში შემდეგი ნაბიჯის გადადგმის დრო მოვა. შვედეთთან გატანილი ორი გოლის შემდეგ, დიდი ალბათობით მისდამი ინტერესი გაიზრდება, ეს კი მილანს საქმეს გაურთულებს.

კვარაცხელიას მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 4 გოლი დაუგრობდა. მისი საქართველო პლეი–ოფში ადგილის მოსაპოვებლადაც კი არ იბრძვის, მაგრამ შვედებს საქმე გაურთულა.

კონტრაქტი ხვიჩას რუბინთან 2024 წლის ივნისში ეწურება. მილანი მას ისევ აკვირდება. კვარაცხელია ზედიზედ ორი სეზონის განმავლობაში დასახელდა რუსეთის ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად და მისი ღირებულება დაახლოებით 20 მილიონია”, – წერს იტალიური მედია.

Share