“ფრანგებმა უძლიერესი შემადგენლობა დააყენეს, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი გვაფასებენ”

“მისდამი ინტერესი უფრო გაიზრდება და მილანს გაუჭირდება” – იტალიური მედია
ნოემბერი 13, 2021 13:03
მას შეუძლია კლუბის კარის დარაჯის საქმე დიდი ხნით გადაჭრას || DeportivaValencia – გიორგი მამარდაშვილზე
ნოემბერი 13, 2021 14:43

ხვალ, თბილისის დროით 17:00-ზე, ბორდოში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2021 წლის შემოდგომის სერიების  პირველ ტესტ-მატჩში საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მომავალი მატჩის შესახებ “ბორჯღალოსნების” მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ისაუბრა.

“რთული და მნიშვნელოვანი მატჩი გველის. ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ და მზად ვართ რთული მატჩის გასამართად. საფრანგეთი TOP გუნდია.  საფრანგეთი ჩვენს წინააღმდეგ უძლიერესი შემადგენლობით გამოდის სათამაშოდ, რაც იმას ნიშნავს, რომ მეტოქე გვაფასებს.”-თქვა ლევან მაისაშვილმა

შეგახსენებთ, საქართველო და საფრანგეთი ერთადერთხელ არიან ერთმანეთს შეხვედრილნი. 2007 წლის მსოფლიო თასზე ფრანგებმა მარსელის “ველოდრომზე” ქართველები 64:7 დაამარცხეს.

Share