არველაძე ინგლისურის გამოცდისთვის ემზადება – საინტერესო პოსტი სოციალურ ქსელში

19-წლამდელებმა სამთა ტურნირზე ასპარეზობა დაასრულეს
ნოემბერი 13, 2021 17:50
საქართველოს ნაკრებს კანკავა და ლოჩოშვილი გამოაკლდნენ
ნოემბერი 13, 2021 18:43

ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი და ახლა უკვე მწვრთნელი შოთა არველაძე “Facebook” პლატფორმაზე ძალიან საინტერესო ფოტოს აქვეყნებს წარწერით – “Preparing for the English exam and new challenges 🙌👀“

როგორც იცით არველაძე ამჟამად არც ერთ კლუბში არ მუშაობს, ინგლისურ მედიაში კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქართველმა მწვრთნელმა შესაძლოა “ჰალ” სიტი ჩაიბაროს.

არველაძეს სამწვრთნელო კარიერაში გამორჩეული და “ტრამპლინის ეფექტის” პერიოდი სულ ახლახანს ჰქონდა, მაშინ როდესაც ქართველი უზბეკურ “ფახთაკორს” წვრთნიდა, ყველა საშინაო ტურნირი მოიგო და აზიის ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალშიც გავიდა.

 

Share