“სიამაყით ვატარებდი ნაკრების მაისურს” – ნავალოვსკი გულშემატკივარს დაემშვიდობა

ურთიერთშეხვედრები – საქართველო 🆚 უზბეკეთი
ნოემბერი 13, 2021 09:56
▶️VIDEO ჩაკვეტაძე 🆚 ყაზახეთი – კარიერის მატჩი
ნოემბერი 13, 2021 11:38

11 ნოემბერს ბათუმში, ახალ სტადიონზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესრჩევი ეტაპის მატჩში შვედეთი 2-0 დაამარცხა.

მატჩის დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ სანაკრებო კარიერა დაასრულა ბათუმის “დინამოს” მცველმა გიორგი ნავალოვსკიმ.

ნავალოვსკის ეროვნულ გუნდში დებიუტი 2008 წელს ჰქონდა, მას შემდგომ 41 შეხვედრა ითამაშა და ისტორიაში შევიდა,როგორც ფეხბურთელი, რომელმაც ნაკრებს უკაპიტნა.

დღეს ქართველმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა.

“მინდა, მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს. ამ წლების განმავლობაში სიამაყით ვატარებდი ეროვნული ნაკრების მაისურს, თითოეული შეხვედრა ვითამაშე გულით, ჟინით, ჩვენი ქვეყნის, გერბის, დროშის და ჰიმნის სიყვარულით.

 ვარ ამაყი და ბედნიერი. კიდევ ერთხელ გეუბნებით მადლობას”, – დაწერა ნანავალოვსკიმ.

Share