19-წლამდელებმა სამთა ტურნირზე ასპარეზობა დაასრულეს

მას შეუძლია კლუბის კარის დარაჯის საქმე დიდი ხნით გადაჭრას || DeportivaValencia – გიორგი მამარდაშვილზე
ნოემბერი 13, 2021 14:43
არველაძე ინგლისურის გამოცდისთვის ემზადება – საინტერესო პოსტი სოციალურ ქსელში
ნოემბერი 13, 2021 18:32

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა, პორტუგალიაში გამართულ საერთაშორისო ამხანაგურ სამთა ტურნირზე ასპარეზობა დანიასთან მარცხით დაასრულა – 0:3.

სკანდინავიელ თანატოლებთან მატჩამდე, ვასილ მაისურაძის ასაკობრივი ნაკრები, მასპინძელ პორტუგალიასთან მინიმალური სხვაობით – 1:0 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ 19-წლამდელებმა, ოქტომბერში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპი, ნორვეგიაში პირველ ადგილზე დაასრულეს და ელიტ რაუნდის საგზურის მოპოვება შეძლეს.

გაზაფხულზე გასამართი ელიტ რაუნდის წილისყრა, დეკემბერში შედგება, ხოლო უშუალოდ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს, სლოვაკეთი 18 ივნისიდან, 1 ივლისამდე უმასპინძლებს.

წყარო: nakrebi.ge

Share