“დიდი ემოცია და მუხტი მივიღეთ – უზბეკეთსაც უნდა მოვუგოთ!”

21-წლამდე ნაკრები ინგლისთან მატჩისთვის დანაკლისით ემზადება
ნოემბერი 13, 2021 18:55
“ეროვნულ ნაკრებში გამოძახება დიდი პასუხისმგებლობა და უდიდესი სიხარულია” – ვოლკოვი
ნოემბერი 13, 2021 19:17

როგორც იცით საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ასპარეზობა დაასრულა.

ჯვაროსნებმა 8 მატჩში 7 ქულა მოიპოვეს, ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავეს და მსოფლიოს ჩემპიონატის მიღმა დარჩნენ.

მიმდინარე სანაკრებო ფანჯარაზე ეროვნული ნაკრები კიდევ ერთ მატჩს გამართავს, ჯვაროსნები ამჯერად საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში უზბეკეთს დაუპირისპირდებიან, მატჩი გორში თენგიზ ბურაჯანაძეზე 15 ნოემბერს 18:00 საათზე გაიმართება.

მოახლოვებული მატჩის შესახებ დავით ხოჭოლავამ ისაუბრა.

განვლილი ორი შეხვედრა ძალიან კარგი იყო, დიდი ემოცია და მუხტი მივიღეთ. ეს განსაკუთრებით ბოლო მატჩს ეხება, სადაც გულშემატკივრებთან ერთად საოცარ ატმოსფეროში ვითამაშეთ. ვთვლი, რომ ამ გარემოებამ შვედეთის წინააღმდეგ მოპოვებულ გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა.

რაც შეეხება უზბეკეთის წინააღმდეგ მატჩს, ვერ ვიტყვი, რომ ეს ამხანაგური შეხვედრაა, რადგან წლის ბოლო თამაშია და ამის შემდეგ ეროვნული გუნდი დიდი ხნის განმავლობაში ვეღარ შეიკრიბება. აქედან გამომდინარე, საჭიროა, რომ ეს შეხვედრაც მოვიგოთ და ჩვენი სერია გავაგრძელო”, – თქვა ხოჭოლავამ.

Share