“მადლობა ჯერარდს და წარმატებები” – არველაძე რეინჯერსის მწვრთნელობაზე ოცნებობს

ჩაკვეტაძე უზბეკეთთან მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებს
ნოემბერი 14, 2021 18:04
“ორი თანაბარი დონის ნაკრების თამაშია” – შოთა არველაძე
ნოემბერი 14, 2021 21:24

ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი და ახლა უკვე მწვრთნელი შოთა არველაძე ბრიტანული მედიის ყურადღების ცენტრშია.

შოთაზე ამჯერად Sunday Mail-მა დაწერა.

“შოთა არველაძემ მხარი დაუჭირა ჯოვანი ვან ბროჰორსტს რეინჯერსში და დიდი წარმატება უსურვა– როგორც მან აღიარა, ის ასევე ოცნებობს აიბროქსის კლუბის მართვაზე. ქართველმა ფორვარდმა ოთხი წელი გაატარა აიბროქსში, უყვარდა გლაზგოში გატარებულიდრო, ახლა კი ვრცელდება ჭორები, რომ ის ინგლისში ჰალ სიტიში იმუშავებს.

ის აღიარებს, რომ უყვარს გლაზგო და რეინჯერსში გატარებული დრო. თვლის, რომ რეინჯერსში მუშაობა ახდენილი ოცნება იქნებოდა ისევე, როგორც ეს იქნება ვან ბროხოსტისთვის.

არველაძემ მიაღწია წარმატებას სამწვრთნელო კარიერაში: იყო თურქეთში, ისრაელსა და უზბეკეთში, ასევე მწვრთნელის ასისტენტი ჰოლანდიაში, ალკმაარში”, – წერს გამოცემა, რომელიც არველაძის კომენტარსაც აქვეყნებს.

“გლაზგო არის ქალაქი, რომელიც ყოველთვის მეყვარება. ჩემი ცოლი და შვილებიც ამ აზრზე არიან. როცა კლუბი შეგიყვარდება, მას ვერ დაივიწყებ, რადგან ის შენი ნაწილია. რეინჯერსში შესანიშნავი დრო გავატარე – ძალიან კარგ კლუბსა და საოცარ ატმოსფეროში ვთამაშობდი.

ყოველთვის მემახსოვრება ჩემი ცხოვრების ეს თავი. ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ამ კლუბის ნაწილი ვიყავი. მიხარია ისიც, რომ რეინჯერსი დღეს ისევ წარმატებული კლუბია.

სტივენ ჯერარდს მადლობას ვუხდი გაწეული სამუშაოსთვის. მან რეინჯერსი დააბრუნა. გულშემატკივარს რთული პერიოდი დაავიწყა. მისი წასვლით გაკვირვებული ვიყავი. მესმის, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ იქნებოდა. მას წარმატებებს ვუსურვებს.

რეინჯერსის მწვრთნელობა? ყველას, ვისაც რეინჯერსში გვითამაშია, ეს ოცნება გვაქვს”, – თქვა არველაძემ.

Share