“ბედნიერია, სულ იცინის… იცის, რომ ვენდობით” – სანიოლი კვარაცხელიაზე

“თამაში არ დაუმსახურებია, მეტი უნდა იშრომოს!” – სანიოლი ჩაკვეტაძეზე
ნოემბერი 14, 2021 12:09
დი მარციო ნაპოლის კვარაცხელიას შეძენას ურჩევს
ნოემბერი 14, 2021 12:46

ხვალ, 15 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები ამხანაგურ შეხვედრას გამართავს უზბეკეთთან.

მატჩის წინ ვილი სანიოლმა ნიკა კვეკვესკირთან ერთად პრესკონფერენცია ჩაატარა და ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

სანიოლმა ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა, რომელმაც შვედეთთან გამართულ მატჩში დუბლი გაიფორმა და საქართველოს ნაკრებს მოაგებინა.

“ცხადია, ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ხვიჩა ახალგაზრდა ფეხბურთელია, ყოველთვის კარგ ხასიათზეა, ბედნიერია, ბევრს იცინის და ეს ძალიან მომწონს. მას ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს. 

შვედეთთან გუნდური ფეხბურთის ხარჯზე მოვიგეთ და რაც იმ მატჩში ვნახე, ძალიან მახარებს. დისციპლინის შენარჩუნება მნიშვნელოვანია და ეს მომავალშიც ასე უნდა იყოს”, – თქვა სანიოლმა.

Share