დი მარციო ნაპოლის კვარაცხელიას შეძენას ურჩევს

“ბედნიერია, სულ იცინის… იცის, რომ ვენდობით” – სანიოლი კვარაცხელიაზე
ნოემბერი 14, 2021 12:25
VIDEO – საქართველო 🆚 საფრანგეთი – ერთხმად შესრულებული ჰიმნი
ნოემბერი 14, 2021 13:20

SKY-ის ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ თავის წიგნში Grand Hotel Calciomercato-ში რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელზე დაწერა, რომელთა შორის ერთ-ერთი ხვიჩა კვარაცხელიაა.

დი მარციო ხვიჩას შეძენას ნაპოლის ურჩევს და ეუბნება, რომ ის მარადონას ჰგავს.

“კვარაცხელია – ფეხბურთელი, რომელსაც ნაპოლიში ვხედავ,. ის 20 წლისაა, საქართველოში დაიბადა და ამჟამად რუბინში თამაშობს. ფლანგის შემტევია და ძალიან კარგად თამაშობს.

მან იცის, როგორ გამოიჩინოს თავი დიდ თამაშებში. ფიზიკურად ძლიერია… აჩქარება ძალიან კარგი აქვს და ტემპსაც ცვლის ხოლმე.

ტექნიკურად ხვიჩა ძალიან კარგია, ბურთის კონტროლი კარგად იცის”, – წერს დი მარციო ხვიჩაზე.

Share