„უზბეკეთთან მატჩი გვაჩვენებს, რამდენად შეგვიძლია ამ დონის შენარჩუნება“ – ნიკა კვეკვესკირი

▶️VIDEO ვასკა ლობჟანიძის ლელო საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ
ნოემბერი 14, 2021 14:23
ღირსეულად ვიბრძოლეთ, მაგრამ კლასში სხვაობა დიდია
ნოემბერი 14, 2021 15:35

15 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის ბოლო შეხვედრას გორში, უზბეკეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.

შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა:

 

„დიდი ხანი არ მომხდარა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ზედიზედ მეორე მატჩი მოვიგეთ. ეიფორია არაა გუნდში, პირიქით, შევეცდებით, რომ კიდევ ერთი წარმატებული თამაში ჩავატაროთ. უზბეკეთთან მატჩი ერთგვარი ტესტია, რამდენად შეგვიძლია ეს დონე შევინარჩუნოთ. ეს არის ძლიერი ნაკრების განმსაზღვრელი, რამდენად შეგიძლია მაღალ დონეზე თამაში და შევეცდებით, შემდეგ გულშემატკივრები შემდეგ მატჩებშიც გავახაროთ. რაც შეეხება ტრავმირებულ მოთამაშეებს, მინდა დროზე გამოჯანმრთელება ვუსურვო.

–გუნდში უნდა იმუშაო და სათამაშო პრაქტიკა გქონდეს, რომ შენს ეროვნულ ნაკრებში ითამაშო. ვერ ვიტყვი, რომ ნაკრებში გამოუძახებლობა მოტივაციაა, რადგან მოტივაცია არასოდეს მაკლია. საერთოდ, ეროვნულ გუნდში მოტივაციის პრობლემა არ არის. თუმცა, ამაზე ბევრი საუბარი იყო. ყველას ესმის, საკუთარი ქვეყნის ეროვნული ნაკრების ფორმის დაცვა რას ნიშნავს“. – თქვა კვეკვესკირამა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და უზბეკეთს შორის გასამართი მატჩი გორში 18:00 საათზე დაიწყება.

Share