მამუკა გორგოძე: მომეწონა ჩვენი სითამამე, მაგრამ ასეთ მეტოქესთან შეცდომები მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ

“ვცდილობთ მოედანზე ბოლომდე დავიხარჯოთ და ამ დროს მსაჯი არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს”
ნოემბერი 14, 2021 17:03
სანიოლისა და კვეკვესკირის პრესკონფერენცია უზბეკეთთან მატჩამდე
ნოემბერი 14, 2021 17:57

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2021 წლის ნოემბრის ტესტ-სერია ღირსეული მატჩით დაიწყო. ლევან მაისაშვილის გაწვრთნილი გუნდი საფრანგეთთან 15:41 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ, Qomagebi.ge ქართული და მსოფლიო რაგბის ლეგენდას, საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო მელელოვეს მამუკა გორგოძეს გაესაუბრა.

“პირველ რიგში, მადლობა ბიჭებს ღირსეული თამაშისთვის. თითოეულმა მორაგბემ თავი არ დაზოგა, უბრალოდ არის რიგი კომპონენტები, რომლებსაც ასეთ დონეზე არ გპატიობენ.

შეტევაში ძალიან კარგები ვიყავით. მომეწონა ჩვენი გუნდის სითამამე, როცა ბურთი გვქონდა, მაგრამ ასეთ მრისხანე მეტოქესთან შეცდომები მინიმუმადე უნდა დავიყვანოთ. ასევე, მსაჯობაც ძალიან ცუდი იყო და ბევრ ეპიზოდში დაგვჩაგრეს, ” – თქვა გორგოძემ ჩვენთან საუბრისას. 

მომდევნო შეხვედრას საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 20 ნოემბერს, ესპანეთში, ფიჯის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი, თბილისის დროით, 18:30-ზე დაიწყება.

Share