“ვცდილობთ მოედანზე ბოლომდე დავიხარჯოთ და ამ დროს მსაჯი არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს”

ღირსეულად ვიბრძოლეთ, მაგრამ კლასში სხვაობა დიდია
ნოემბერი 14, 2021 15:35
მამუკა გორგოძე: მომეწონა ჩვენი სითამამე, მაგრამ ასეთ მეტოქესთან შეცდომები მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ
ნოემბერი 14, 2021 17:46

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2021 წლის ნოემბრის ტესტ-სერიები დაიწყო.”ბორჯღალოსნები” ბორდოში საფრანგეთის უძლიერეს ნაკრებს დაუპირისპირდნენ და 15:41 დამარცხდნენ. მატჩის დასრულების შემდეგ, “ბორჯღალოსანთა” კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ მსაჯების მიმართ უკმაყოფილება ვერ დამალა.

 

“არ მიყვარს მსაჯებზე საუბარი. ასეთ თამაშებში მსაჯს დიდი გავლენა აქვს. ყველამ ვიცით, რომ საფრანგეთი ჩვენზე ძლიერია, ამიტომ მათ დახმარება  აღარ სჭირდებათ. ვფიქრობ, მსაჯი ჩვენს მიმართ ძალიან მკაცრი იყო. ის ჩვენ გვაჯარიმებდა, მეტოქეს – არა. თუ ამ მატჩს თავიდან უყურებთ, დარწმუნებული ვარ, ნახავთ, რომ მან ფრანგები ძალიან ბევრჯერ არ დააჯარიმა. გთხოვთ, უყურეთ თამაშს და გაანალიზეთ. ეს ნამდვილად არ იყო სამართლიანი.

ვცდილობთ, მოედანზე 100 პროცენტით დავიხარჯოთ და ძალიან სამწუხაროა, რომ ვიღაც მთელი თამაშის განმავლობაში არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს და დიდი ანგარიშით მარცხდები. რა თქმა უნდა, შეცდომას ყველა უშვებს, მაგრამ იმედი მაქვს, მომდევნო ჯერზე უკეთესი მსაჯობა იქნება”, – განაცხადა შარიქაძემ.

Share