“თამაში არ დაუმსახურებია, მეტი უნდა იშრომოს!” – სანიოლი ჩაკვეტაძეზე

ხოჭოლავა ტურის სიმბოლურში – Sofascore
ნოემბერი 14, 2021 10:34
“ბედნიერია, სულ იცინის… იცის, რომ ვენდობით” – სანიოლი კვარაცხელიაზე
ნოემბერი 14, 2021 12:25

ხვალ, 15 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები ამხანაგურ შეხვედრას გამართავს უზბეკეთთან.

მატჩის წინ ვილი სანიოლმა ნიკა კვეკვესკირთან ერთად პრესკონფერენცია ჩაატარა და ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

სანიოლს გიორგი ჩაკვეტაძეზეც ჰკითხეს, რომელსაც შვედეთთან მოგებულ მატჩში საერთოდ არ უთამაშია. მთავარი მწვრთნელის თქმით, მას თამაში არ დაუმსახურებია.

“ვცდილობ, სამართლიანი ვიყო. იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც ვარჯიშზე ვიხილე, ჩავთვალე, რომ შვედეთთან თამაშს არ იმსახურებდა. ნიჭი საქმის მხოლოდ 25%-ია, დანარჩენი შრომა, საქმისთვის საკუთარი თავის მიძღვნა და გუნდური სულია.

მას 2 წელი გაუცდა, საუკეთესო ფორმის დასაბრუნებლად კი მეტი უნდა იშრომოს – ეს უნდა გაითავისოს. არამხოლოდ ნაკრებში, არამედ კლუბშიც მეტი უნდა მოინდომოს, რომ ძველი ფორმა დაიბრუნოს. კიდევ ვამბობ, თუ ის სასტარტოში ვერ ხვდება, მხოლოდ იმიტომ, რომ არ დამსახურებია.

ნაკრებში კონკურენციაა. იმედი მაქვს, ის მომავალ თვეებში კლუბში მეტს ითამაშებს, მოუმატებს და ამ კონკურენციას გაუძლებს.”, – თქვა სანიოლმა.

Share