უზბეკეთთან საქართველოს კარს კუპატაძე დაიცავს – სანიოლის პრესკონფერენცია

ისტორიული მატჩი მარსელის ველოდრომზე-გავიხსენოთ 14 წლის წინანდელი მატჩი ლე ბლესთან
ნოემბერი 13, 2021 19:34
ხოჭოლავა ტურის სიმბოლურში – Sofascore
ნოემბერი 14, 2021 10:34

როგორც იცით ხვალ საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის ბოლო შეხვედრას გამართავს, ჯვაროსნები ამხანაგურ მატჩში უზბეკეთის ნაკრებს დაუპირისპირედებიან.

დღეს კი მატჩამდე ერთი დღით ადრე გაიმართა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვილი სანიოლის პრესკონფერენცია, სადაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ხვალ ეროვნული ნაკრების კარს ლაზარე კუპატაძე დაიცავს.

ლაზარე კუპატაძე ამჟამად ბათუმის “დინამოს” ფეხბურთელია, მიმდინარე სეზონში კი 32 თამაშში მიიღო მონაწილეობა. კუპატაძემ ჯვაროსნების კარი ერთხელ უკვე დაიცვა და რუმინეთთან გასვლით მატჩში საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

 

Share