ხოჭოლავა ტურის სიმბოლურში – Sofascore

უზბეკეთთან საქართველოს კარს კუპატაძე დაიცავს – სანიოლის პრესკონფერენცია
ნოემბერი 14, 2021 10:19
“თამაში არ დაუმსახურებია, მეტი უნდა იშრომოს!” – სანიოლი ჩაკვეტაძეზე
ნოემბერი 14, 2021 12:09

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩში, ბათუმში ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა.

“ჯვაროსნებმა” ძალიან დაძაბულ მატჩში შვედეთის ეროვნული ნაკრები 2-0 დაამარცხეს, ორივე გოლი ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა.

გამორჩეული და თამამად შესაძლოა ითქვას საქართველოს ნაკრების მაისურით საუკეთესო მატჩი ჰქონდა ცენტრალურ მცველ დავით ხოჭოლავას, რომელმაც შეხვედრა უშეცდომოდ ჩაატარა და უცხოური გამოცემებისგან საკმაოდ მაღალი შეფასება მიიღო.

დანიური “კოპენჰაგენის” მცველმა მოედანზე 90 წუთი გაატარა, 7 ბურთი მოიგერია, 4 დარტყმა დაბლოკა, 5 საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო, 37 ზუსტი პასი გააკეთა და მხოლოდ 3-ჯერ დაკარგა ბურთი.

ქართველი მცველის შესაშური მატჩი არ გამორჩენია ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საფეხბურთო სააგენტოს – Sofascore – ს და ხოჭოლავა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-8 ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.

დავით ხოჭოლავასთან ერთად სიმბოლურ გუნდში ისეთი ფეხბურთელები მოხვდნენ, როგორებიც ჰარი კეინი, კილიან მბაპე, ჰარი მაგუაიერი, ლეროი სანე და სხვები არიან.

Share