“სამედიცინო შტაბმა, ჩაკვეტაძეს სერიოზული არაფერი სჭირსო, მაგრამ… “ – სანიოლი ჩაკვეტაძეზე

▶️VIDEO ხვიჩას შორეული გასროლა და ხარიხა…
ნოემბერი 15, 2021 16:05
„რთულია სიტყვებით გადმოსცე როგორია, როდესაც ნაკრების მაისურით გოლს იტან“ – დავით ვოლკოვი
ნოემბერი 15, 2021 18:51

საქართველოს ნაკრებმა 2021 წელი უზბეკეთთან ამხანაგური მატჩით დაასრულა. ეროვნულმა გუნდმა “თენგიზ ბურჯანაძის სტადიონზე” უზბეკეთის ნაკრები 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი 41-ე წუთზე დავით ვოლკოვმა გაიტანა.

თამაშის დასრულების შემდეგ ნაკრების ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა წლის ბოლო მატჩი შეაფასა.

სანიოლმა გიორგი ჩაკვეტაძის შესახებაც ისაუბრა და მისი ართამაშის მიზეზი განმარტა.

გიორგი ჩაკვეტაძემ  გვითხრა, რომ მუხლი აწუხებდა. სამედიცინო შტაბმა შეამოწმა, სერიოზული არაფერი იყო, მაგრამ ტკვილის განიცდიდა და ამის გამო შეკრება დატოვა. მას მალე გამოჯანმრთელებას და ნაკრებში დაბრუნებას ვუსურვებ.”, – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა

 

Share