“ჩავარდნა ყველას აქვს და გამოუცდელობაზე ლაპარაკი ყოველთვის ადვილია” – რომან შარანოვი

“ორი თანაბარი დონის ნაკრების თამაშია” – შოთა არველაძე
ნოემბერი 14, 2021 21:24
ქართველების დაპირისპირება ესპანეთში – შერმადინის ტენერიფემ ბურჯანაძის ბეტისი სტუმრად დაამარცხა
ნოემბერი 15, 2021 06:39

რუსულ მედიაში საუბარი არ წყდება ხვიჩა კვარაცხელიაზე. ამჯერად, RB Sport ყაზანის “რუბინის” ყოფილი მწვრთნელის რომან შარონოვის კომენტარს ავრცელებს.

– მრავალი მიზეზია იმისა, თუ რატომ ვერ ახერხებდა ხვიჩა შვედეთთან შეხვედრამდე გატანას. გოლი უბრალოდ ისე არ მოდის. გატანილი გოლი მხოლოდ შეტევის დასრულება არაა, ვინაიდან მომენტები სხვადასხვაგვარია. ხვიჩამ სტაბილურობას უნდა მიაღწიოს და მაშინ ხარისხიანი მატჩების რაოდენობა გაიზრდება.

 

 

კვარაცხელიას ჩავარდნა გამოუცდელობიდან არ გამომდინარეობს. ფეხბურთელს ასაკის მიუხედავად იმის მიხედვით ვაფასებ, მზადაა თუ არა მაღალ დონეზე სათამაშოდ. ჩავარდნა ყველას აქვს და გამოუცდელობაზე ლაპარაკი კი ყოველთვის ადვილია. კიდევ მნიშვნელოვანია პირობები ფეხბურთელისთვის, სადაც ის ვითარდება“, – განაცხადა შარანოვმა

Share