ბათუმში აზაროვს თურქული გრანდის სკაუტები დააკვირდნენ

ქართველების დაპირისპირება ესპანეთში – შერმადინის ტენერიფემ ბურჯანაძის ბეტისი სტუმრად დაამარცხა
ნოემბერი 15, 2021 06:39
„ეს ორი გუნდი დანარჩენებზე მაღლა დგას“ – კვირკველიამ რუსეთისა და უკრაინის ჩემპიონატები შეადარა
ნოემბერი 15, 2021 07:41

11 ნოემბერს ბათუმში საქართველოსა და შვედეთის მატჩს თურქი სკაუტები ესწრებოდნენ.

თურქული გამოცემა Karadeniz-ის ცნობით, ბათუმში გამართულ მატჩზე ტრაბზონსპორის სკაუტები ჩამოვიდნენ, რომლებიც ირაკლი აზაროვს აკვირდებოდნენ.

ტრაბზონსპორი აზაროვით რომ ინტერესდება, სიახლე არ არის. თურქულ კლუბს ქართველის შეძენა ჯერ კიდევ ზაფხულში სურდა, მაგრამ მაშინ აზაროვი ბათუმის დინამომ არ გაუშვა.

როგორც ჩანს, თურქები დანებებას არ აპირებენ და აზაროვის შეძენას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კიდევ ერთხელ ეცდებიან. ფაქტი ერთია: თურქების ინტერესი ბათუმის დინამოს ახალგაზრდა ფეხბურთელის მიმართ საკმაოდ დიდია.

რაც შეეხება თავად აზაროვს, მან შვედეთთან შეუცვლელად ითამაშა და საკმაოდ კარგი მატჩიც ჩაატარა.

Share