„ბოლო ორ თამაშში კარგად გამოჩნდა თუ რა როლი აქვს გულშემატკივარს ნაკრების თამაშებზე“ – ზურიკო დავითაშვილი

▶️VIDEO კონფლიქტი და ორი წითელი ბარათი…
ნოემბერი 15, 2021 19:00
„იმედია ეს განწყობა მომავალ წელსაც გაგვყვება“ – ხვიჩა კვარაცხელია
ნოემბერი 15, 2021 19:26

15 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გორში 2021 წლის ბოლო მატჩი გამართა უზბეკეთის ნაკრების წინააღმდეგ. მატჩის ერთადერთი გოლი ზურიკო დავითაშვილის პასით დავით ვოლკოვმა გაიტანა.

მატჩის შემდეგ საინტერესო კომენტარი გააკეთა ერთადერთი საგოლე პასის ავტორმა ზურიკო დავითაშვილმა:

„ძალიან სასიხარულოა, როდესაც სამ თამაშს იგებ. ეს მთელ საქართველოს ძალიან სჭირდებოდა. რაც შეეხება ჩემ თამაშს, რა თქმა უნდა, კმაყოფილი არასდროს არ ვარ. ფეხბურთელმა ყოველთვის მაქსიმუმი უნდა გააკეთო. რაც შეეხება ნაკრებს, იმედი მაქვს, მომავალშიც ასე გავაგრძელებთ და მომდევნო თამაშებშიც გამარჯვებით გავახარებთ ჩვენ გულშემატკივარს. ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გულშემატკივრის ფაქტორს, ეს კარგად გამოჩნდა ბოლო ორ თამაშში.” – თქვა დავითაშვილმა

 

ზურიკო დავითაშვილი შემდეგ მატჩს რუსეთის ჩემპიონატში გამართავს, როდესაც 21 ნოემბერს ქართველი ფეხბურთელის „ტულას არსენალი“ სტუმრად „მოსკოვის დინამოს“ ეწვევა, მატჩი თბილისის დროით 17:30 წუთზე დაიწყება.

Share