„ეს ორი გუნდი დანარჩენებზე მაღლა დგას“ – კვირკველიამ რუსეთისა და უკრაინის ჩემპიონატები შეადარა

ბათუმში აზაროვს თურქული გრანდის სკაუტები დააკვირდნენ
ნოემბერი 15, 2021 07:10
Eldesmarque: “ვალენსიამ მამარდაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო”
ნოემბერი 15, 2021 09:23

ქართველმა მცველმა სოლომონ კვირკველიამ რუსეთში გატარებული მრავალწლიანი კარიერის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით უკრაინის ჩემპიონატში მოასპარეზე „მეტალისტ 1925“-ში გადავიდა.

უკრაინულ მედიასთან საუბრისას მან ერთმანეთს რუსეთისა და უკრაინის ჩემპიონატები შეადარა:

„უკრაინაში ორი გუნდი დანარჩენებზე მაღლა დგას. სხვა კლუბები, როგორც ვხედავ, პლიუს-მინუს ერთი დონისაა. ყველას შეუძლია, რომ ერთმანეთს ქულები წაართვან. ჩემპიონატი არაპროგნოზირებადი და საინტერესოა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში აშკარა ფავორიტი არ არის.

რუსეთის ჩემპიოტია უფრო პროგნოზირებადია, იქ წლიდან წლამდე არ იცვლება ძირითადი ექვსეული. უკრაინაში, გარდა დინამოსა და შახტარისა, ყველა გუნდს შეუძლია მესამე ადგილისთვის ბრძოლა“, – ამბობს კვირკველია უკრაინულ გაზეთ „ფუტბოლთან“ ინტერვიუში.

სოლომონ კვირკველია წლების მანძილზე გამოდიოდა რუსეთის ჩემპიონატში. მან 2018 წელს „ლოკომოტივთან“ ერთად ჩემპიონის ტიტულიც მოიგო. ის ასევე გახლავთ რუსეთის თასის 3-გზის გამარჯვებული, ორჯერ „ლოკომოტივთან“, 2017 და 2019 წლებში. და ერთხელ „რუბინთან“ ერთად 2012 წელს. ასევე ის გახლავთ რუსეთის 2019/20 წლის სუპერთასის მფლობელიც.

Share