„იმედია ეს განწყობა მომავალ წელსაც გაგვყვება“ – ხვიჩა კვარაცხელია

„ბოლო ორ თამაშში კარგად გამოჩნდა თუ რა როლი აქვს გულშემატკივარს ნაკრების თამაშებზე“ – ზურიკო დავითაშვილი
ნოემბერი 15, 2021 19:09
„სათამაშო ხარისხი გავაუმჯობესეთ, ახალი სისტემაც ვიპოვეთ, რომელიც კომფორტულია ფეხბურთელებისთვისაც და მწვრთნელებისთვისაც“ – გურამ კაშია
ნოემბერი 15, 2021 19:52

15 ნოემბერს, გორში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2021 წლის ბოლო მატჩი ჩაატარა, სადაც  უზბეკეთის ეროვნული ნაკრებს დაუპირისპირდა და დავით ვოლკოვის ერთადერთი გოლის წყალობით 1:0 მოიგო.

წინა შეხვედრის გმირი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც შვედებს ორი უპასუხო გოლი გაუტანა, უზბეკეთთან მოედანზე 61-ე წუთზე შემოვიდა.

უზბეკეთთან მატჩის შემდეგ კვარაცხელიამ კომენტარი გააკეთა:

 

„დადებითად შევაფასებ ნაკრების თამაშს, ჩემი აზრით, ზედიზედ სამი მოგება ძალიან კარგი შედეგია. მნიშვნელობა არ აქვს ამხანაგური თამაში იქნება თუ ოფიციალური, ბიჭებმა ყველაფერი გავაკეთეთ, ამ თამაშშიც ვაჯობეთ მეტოქეს და გამარჯვება მოვიპოვეთ. ძალიან კარგია, რომ ეს წელი დადებით ნოტაზე დავასრულეთ.  იმედი მაქვს, მომავალ წელსაც გაგვყვება ეს განწყობა და დაგვეხმარება, რომ მეტი მოტივაციით ვითამაშოთ.” – თქვა კვარაცხელიამ.

 

ხვიჩა კვარაცხელია შემდეგ შეხვედრას 21 ნოემბერს გამართავს, როდესაც ქართველი ფეხბურთელის „რუბინი“ სტუმრად „სოჭის“ დაუპირისპირდება, შეხვედრა თბილისის დროით 20:30 წუთზე დაიწყება.

Share