კვირკველია: “ლესტერიდან ინტერესი ნამდვილად იყო და მოლაპარაკეკებიც მიმდინარეობდა…”

Eldesmarque: “ვალენსიამ მამარდაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო”
ნოემბერი 15, 2021 09:23
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა უზბეკეთთან ცნობილია
ნოემბერი 15, 2021 12:40

საქართველოს ნაკრების მცველმა სოლომონ კვირკველიამ უკრაინულ მედიასთან ლესტერში ვერგანხორციელებულ ტრანსფერზე ისაუბრა.

როგორც კვირკველიამ თქვა, წლების წინ ლესტერთან მოლაპარაკებები მართლაც მიმდინარეობდა, მაგრამ კონკრეტულ შეთავაზებამდე საქმე ვერ მივიდა.

“ინტერესი ნამდვილად იყო და მოლაპარაკებებიც მიმდინარეობდა. ლოკომოტივში ძალიან კარგი სეზონი ჩავატარე. რუსეთის ჩემპიონები გავხდით, ჩემპიონატში 29 მატჩი ჩავატერე, ცოტა გოლი გავუშვით, ეროვნულში კი ყველა შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა.

რატომ ჩაიშალა ტრანსფერი? საბოლოოდ, ოფიციალური წინადადება არ გააკეთეს. მოლაპარაკებების ეტაპზევე დასრულდა ყველაფერი”, – თქვა კვირკველიამ.

ქართველმა მცველმა ლოკომოტივი 2021 წელს დატოვა. გასული სეზონი მან იჯარის წესით როტორში გაატარა.

ლოკომოტივის შემადგენლობაში კვირკველიამ რუსეთის თასი მოიგო, გახდა ქვეყნის ჩემპიონიც. ლოკომოტივიში გადასვლამდე კვირკველია რუბინის ღირსებას იცავდა.

Share