„რთულია სიტყვებით გადმოსცე როგორია, როდესაც ნაკრების მაისურით გოლს იტან“ – დავით ვოლკოვი

“სამედიცინო შტაბმა, ჩაკვეტაძეს სერიოზული არაფერი სჭირსო, მაგრამ… “ – სანიოლი ჩაკვეტაძეზე
ნოემბერი 15, 2021 17:59
▶️VIDEO კონფლიქტი და ორი წითელი ბარათი…
ნოემბერი 15, 2021 19:00

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2021 წლის უკანასკნელი შეხვედრა გორში, უზბეკეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
საინტერესო კომენტარი გააკეთა მატჩში ერთადერთი გოლის ავტორმა დავით ვოლკოვმა:

„ყველას ვულოცავ გამარჯვებას. რა თქმა უნდა, ძალიან გახარებული ვიყავი, როდესაც ნაკრებში გამომიძახეს და ყველანაირად ვცდილობდი ჩემი შანსი გამომეყენებინა. ძალიან გამიხარდა, სასტარტო შემადგენლობაში დაწყება. რთულია სიტყვებით გადმოსცე ის ემოცია, რომელიც ეროვნული ნაკრების მაისურით გატანილ გოლს ახლავს თან. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გუნდმა ჩემი გოლით მოიპოვა გამარჯვება. წარმატებას ვუსურვებ ჩვენ ნაკრებს. მიხარია, რომ წელი დადებითად დავასრულეთ.” – თქვა ვოლკოვმა

 

დავით ვოლკოვი შემდეგ შეხვედრას უკვე კლუბში, აზერბაიჯანის ჩემპიონატში ჩაატარებს. 20 ნოემბერს თბილისის დროით 16:00 საათზე ვოლკოვის „ზირა“ საკუთარ მოედანზე „საბაილს“ უმასპინძლებს

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფორვარდი აზერბაიჯანის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია, მას 10 მატჩში 8 გოლი დაუგროვდა.

Share