„სათამაშო ხარისხი გავაუმჯობესეთ, ახალი სისტემაც ვიპოვეთ, რომელიც კომფორტულია ფეხბურთელებისთვისაც და მწვრთნელებისთვისაც“ – გურამ კაშია

„იმედია ეს განწყობა მომავალ წელსაც გაგვყვება“ – ხვიჩა კვარაცხელია
ნოემბერი 15, 2021 19:26
მატჩისწინა ვარჯიში | 21-წლამდელები ხვალ ინგლისს დაუპირისპირდებიან
ნოემბერი 15, 2021 21:03

გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, 15 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უზბეკეთის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა.

ჯაბა კანკავას არყოფნის გამო ამ შეხვედრისათვის კაპიტნის სამკლავური გურამ კაშიამ მოირგო, რომლისთვისაც ეს 92 მატჩი იყო ეროვნულ ნაკრებში.

გურამმა მატჩის შემდეგ კომენტარიც გააკეთა:

 

„ბოლო სამი თამაში, რა თქმა უნდა, გვაძლევს იმ ოპტიმიზმს, რომ შემდეგი ციკლისთვის უკეთესად ვითამაშოთ. სათამაშო ხარისხი გავაუმჯობესეთ, ახალი სისტემაც ვიპოვეთ, რომელიც კომფორტულია ფეხბურთელებისთვისაც და მწვრთნელებისთვისაც. ფეხბურთელებს ყოველთვის გვიხარია და მოტივირებული ვართ ნაკრებში ჩამოსვლისას.”

 

გურამ კაშია შემდეგ მატჩს სლოვენიის ჩემპიონატში 21 ნოემბერს „მიხალოვცეს“ წინააღმდეგ გამართავს.

შეგახსენებთ, რომ „სლოვანში“ კაშიას თანაგუნდელი საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავაა.

Share