ქართველების დაპირისპირება ესპანეთში – შერმადინის ტენერიფემ ბურჯანაძის ბეტისი სტუმრად დაამარცხა

“ჩავარდნა ყველას აქვს და გამოუცდელობაზე ლაპარაკი ყოველთვის ადვილია” – რომან შარანოვი
ნოემბერი 15, 2021 01:36
ბათუმში აზაროვს თურქული გრანდის სკაუტები დააკვირდნენ
ნოემბერი 15, 2021 07:10

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მეათე ტურში ბექა ბურჯანაძის „ბეტისმა“ გიორგი შერმადინის „ტენერიფეს“ უმასპინძლა. ფავორიტად სტუმრები ითვლებოდნენ, რომლებსაც აქამდე 9-დან 6 შეხვედრა ჰქონდათ მოგებული. მათ სტატუსი გაამართლეს და „ბეტისთანაც“ გაიმარჯვეს – 81:72

ბურჯანაძე გადამწყვეტ მომენტში მოედანზე იყო და ბოლო წუთებზე გუნდს მნიშვნელოვანი ქულები მოუტანა. მისი მონაგარი ასეთი გახლდათ: 18 წუთი, 8 ქულა, 6 მოხსნა.

რაც შეეხება გიორგი შერმადინს, მან მოედანზე 17 წუთი გაატარა და საკუთარ ანგარიშზე 6 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა.

შერმადინის „ტენერიფე“ ესპანეთის ჩემპიონატში მე-3 ადგილს იკავებს, ხოლო ბურჯანაძის „ბეტისი“ ბოლო 18-ე პოზიციაზე არის განთავსებული.

 

gbf.ge

Share