Eldesmarque: “ვალენსიამ მამარდაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო”

„ეს ორი გუნდი დანარჩენებზე მაღლა დგას“ – კვირკველიამ რუსეთისა და უკრაინის ჩემპიონატები შეადარა
ნოემბერი 15, 2021 07:41
კვირკველია: “ლესტერიდან ინტერესი ნამდვილად იყო და მოლაპარაკეკებიც მიმდინარეობდა…”
ნოემბერი 15, 2021 11:36

ხვალ, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ბათუმში “აჭარაბეთ არენაზე” ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებს უმასპინძლებს.

რამაზ სვანაძის გუნდთან ერთად ემზადება “ვალენსიას” ახალგაზრდა მეკარე, გიორგი მამარდაშვილი. რომელიც სათამაშო პრაქტიკის მისაღებად ვილი სანიოლმა ახალგაზრდულ ნაკრებს დაუთმო.

ესპანური მედია eldesmarque ქართველის ვალენსიურ პერსპექტივებზე წერს.

“ვალენსიას მეკარე გიორგი მამარდაშვილი ეროვნულ ნაკრებში თამაშის შემდეგ, 21-წლამდელთა ნაკრებში ინგლისის წინააღმდეგ სათამაშოდ ემზადება. რა თქმა უნდა, ფეხბურთელს იმედი აქვს, რომ “ღამურები” საბოლოო ნაბიჯს გადადგამენ. მისი გამოსყიდვა იანვრამდე გაცილებით იაფი ჯდება და იგი სახელშეკრულებო გაუმჯობესობასაც მოიცავს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ კლუბს გადაწყვეტილი აქვს ფეხბურთელის ყიდვა, ამ დროისთვის ამის შესახებ არც გიორგი და არც მისი აგენტი არიან ინფორმირებულნი.

კლუბის ხელმძღვანელობა ამ ეტაპზე სხვა გადაუდებელ პრობლემებს აგვარებს. სავარაუდოა, რომ მამარდაშვილის საკითხს ერთ თვეში მიუბრუნდებიან.  გასაკვირი არ არის, რომ თუ 31 დეკემბრამდე გამოისყიდის ვალენსია მამარდაშვილის, 800 000 ევროს გადახდა მოუწევს. თუ მანამდე არ გამოისყიდა, შემდეგ ფასი გაიზრდება. გიორგიმ სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო, თუმცა ვალენსიაში  ჩავარდნილ პერიოდში, “სანჩეს პისხუანმა” მისი თამაში დაგმო. 

სილესენი სასტარტო თერთმეტეულს დაუბრუნდა, ქართველს სათამაშო წუთები აღარ ეძლეოდა. ამ ვითარებაში საქართველოს ნაკრებში მას არ ენდნენ შვედეთთან და ესპანეთთან საკვანძო მატჩებში. შესაბამისად, სწორედ 21-წლამდელთა ნაკრებში იხმეს”, – წერს ესპანური გამოცემა.

Share