“აშკარაა, რომ ვილი სანიოლი აზერბაიჯანის ჩემპიონატს აკვირდება” ლაშა სალუქვაძე

💥 “ყველას დავუმტკიცეთ, რომ მოგებაც შეგვიძლია” – ინტერვიუ თორნიკე ოქრიაშვილთან
ნოემბერი 16, 2021 18:28
ლიანა ჯოჯუამ UFC დატოვა
ნოემბერი 16, 2021 19:08

მას შემდეგ, რაც საქართველოს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა წელი ორი გამარჯვებით დაასრულა, აზერბაიჯანული Azerisport-ი საქართველოს ნაკრებისა და ბაქოს “ინტერის” ყოფილ მცველს, ლაშა სალუქვაძეს დაკავშირდა და აზერბაიჯანული “ზირას” თავდამსხმელის დავით ვოლკოვის თამაშზე ესაუბრა.

ვოლკოვი სანაკრებო სიაში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ბელგიური “სერენის” თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ტრავმის გამო ვერ ჩამოვიდა. ჯერ შვედეთის ნაკრებთან სათადარიგოდან შემოვიდა, ხოლო უზბეკეთთან სასტარტოდან დაიწყო და გამარჯვების გოლიც გაიტანა.

“დავითი ძალიან კარგი ფეხბურთელია. ის სწრაფი ფორვარდია, ბევრ გოლს იტანს და თავით თამაშითაც გამოირჩევა. სასიამოვნოა, რომ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში თამაშის შესაძლებლობა მიეცა. აშკარაა, რომ ვილი სანიოლი აზერბაიჯანის ჩემპიონატს აკვირდება. 

ადრე საქართველოს ნაკრებში დიდი კონკურენცია იყო და ძალიან კარგი თავდამსხმელები თამაშობდნენ. ალბათ ამიტომაც არ იძახებდნენ აზერბაიჯანის ჩემპიონატიდან ფეხბურთელებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ცუდი ფეხბურთელები იყვნენ. 

მახსოვს, როგორ თამაშობდა გიორგი ადამია აზერბაიჯანში. სხვა მოთამაშეებიც იყვნენ. არ ვიცი, რატომ თამაშობს ახლა უფრო ნაკლები ქართველი ფეხბურთელი აზერბაიჯანში, ვიდრე ადრე. მაგრამ ფაქტია, რომ ყველა ქართველი კარგად თამაშობდა თქვენს ქვეყანაში“, – განაცხადა სალუქვაძემ.

Share