Dailymail: ლი კარსლიმ საქართველოსთან პირველი მარცხი იწვნია

VIDEO გამარჯვება ძლიერ მეტოქესთან – 21-წლამდელებმა ინგლისს მოუგეს
ნოემბერი 16, 2021 16:08
💥 “ყველას დავუმტკიცეთ, რომ მოგებაც შეგვიძლია” – ინტერვიუ თორნიკე ოქრიაშვილთან
ნოემბერი 16, 2021 18:28

საქართველოს 21 წლამდე ნაკრებმა საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში ბათუმის ახალ სტადიონზე ინგლისის 21-წლამდე ნაკრები დაამარცხა.

უმცროსმა “ჯვაროსნები” მეტოქეს 3-0 უგებდნენ, თუმცა სამწუხაროდ მატჩის ბოლოს 2 ბურთი საკუთარ კარშიც მიიღეს და საბოლოოდ მეტოქე 3-2 დავამარცხეთ

შეხვედრას ინგლისური Dailymail გამოეხმაურა და ახალგაზრდა “ლომების” მარცხი შეაფასა.

– ინგლისის 21-წლამდელებმა 3:0 ჩამორჩენის შემდეგ გაიბრძოლეს, თუმცა მაინც დამარცხდნენ. სემ გრინვიდმა 82-ე წუთზე გოლი გაიტანა, ხოლო მსაჯის მიერ მეოთხე კომპენსირებულ წუთზე მარკ გუეჰის გოლით ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს. საბოლოოდ, “ევერტონის” ყოფილმა ვარსკვლავმა, ლი კარსლიმ, მას შემდეგ რაც ინგლისის ახალაგზრდული ნაკრები ჩაიბარა, პირველი მარცხი იწვნია.

– ლი კარსლი ეროვნული ნაკრებში მიწვეული ფეხბურთელების დანაკლისსა და ტრავმებს ერთდროულად ებრძოდა. გადახალისებული შემადგენლობით მოთამაშე ნაკრები, ევრო 2023 წლის ერთ-ერთ მასპინძლეთან დამარცხდა.  ინგლისი მარტის მატჩებამდე დაისვენებს და საინტერესოა, როგორი იქნება კარსლის გუნდი უკვე საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშებისას.”, – წერს Dailymail

 

Share