VIDEO გამარჯვება ძლიერ მეტოქესთან – 21-წლამდელებმა ინგლისს მოუგეს

VIDEO – გოოოოოლლ! | გოჩოლეიშვილის შედევრი 3:0
ნოემბერი 16, 2021 15:28
Dailymail: ლი კარსლიმ საქართველოსთან პირველი მარცხი იწვნია
ნოემბერი 16, 2021 17:40

საქართველოს 21 წლამდე ნაკრებმა საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში ბათუმის ახალ სტადიონზე ინგლისის 21-წლამდე ნაკრები დაამარცხა.

უმცროსმა ჯვაროსნები მეტოქეს 3-0 უგებდნენ, თუმცა სამწუხაროდ მატჩის ბოლოს 2 ბურთი საკუთარ კარშიც მიიღეს და საბოლოოდ მეტოქე 3-2 დავჯაბნეთ.

ქართველთაგან დუბლი გიორგი გულიაშვილმა  შეასრულა, ერთი ბურთიც გიორგი გოჩოლეიშვილმა გაიტანა, რომელსაც ძალიან კარგი მატჩი ჰქონდა. აღსაღნიშნავია, რომ ორივე მათგანი საფეხბურთო კლუბ საბურთალოს აღზრდილია და ახლაც ამ გუნდში ასპარეზობენ.

საქართველოს ნაკრებმა მთლიანობაში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეს არ დაუყენებია. სამწუხაროა ბოლო წუთებზე მოდუნება, თუმცა ალბათ ეს ყველაფერი გამოცდილებასთან ერთად მოვა, ხუმრობა საქმე ნამდვილად არ ყოფილა, მეტოქის რიგებში ხომ პრემიერ ლიგის, ჩემპიონშიპის და სხვადასხვა მაღალი რაგნის ჩემპიონატებში მონაწილე ფეხბურთელები იყვნენ.

2023 წელს ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც რუმინეთსა და საქართველოში გაიმართება, სწორედ ამ თაობის ნაკრები იასპარეზებს.  საქართველო კი როგორც მასპინძელი ქვეყანა, პირდაპირ მოხვდა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე.

 

 

Share