გულიაშვილი: “ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში სწორედ დღეს შედგა”

ლიანა ჯოჯუამ UFC დატოვა
ნოემბერი 16, 2021 19:08
“საქართველო არ იქნება გუნდი, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ მონაწილეობის მისაღებად გამოვა”
ნოემბერი 16, 2021 21:09

რამაზ სვანიძის ხელმძღვანელობით საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში ინგლისი დამაარცხა. მატჩი ბათუმში შედგა, სადაც მასპინძლებმა ანგარიშით 3:2 გაიმარჯვეს.

აღნიშნულ დაპირისპირებაში, საბურთალოს ფეხბურთელმა გიორგი გულიაშვილმა შესანიშნავი თამაში აჩვენა და დუბლი გაიფორმა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“პირველად ვითამაშეთ ბათუმში ამ სტადიონზე, გულშემატკივარი მთელი თამაში ჩვენს გვერდით იყო და ძალიან დიდი მადლობა მინდა მათ გადავუხადო.

ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გვქონდა, ასეთი დონის მეტოქესთან პირველად ვითამაშეთ და მოხარული ვარ, რომ ჩვენ სასარგებლოდ დასრულდა ყველაფერი. როდესაც ინგლისის ნაკრებს უტან 2 გოლს, რა თქმა უნდა ეს დღე ემოციური გამოდის.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში სწორედ დღეს შედგა”, – თქვა გულიაშვილმა.

Share