“ინგლისს მოუგო, ახლა კი ვალენსიადან ზარს ელის” – ესპანური გამოცემა მამარდაშვილზე

“საქართველო არ იქნება გუნდი, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ მონაწილეობის მისაღებად გამოვა”
ნოემბერი 16, 2021 21:09
„სტადიონზე კარგი ატმოსფერო იყო, მადლობა გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის“ – გიორგი მამარდაშვილი
ნოემბერი 17, 2021 05:53

მას შემდეგ რაც საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ინგლისელი თანატოლები 3:2 დაამარცხა, ესპანური მედია Eldesmarque გიორგი მამარდაშვილის თამაშს გამოეხმაურა და მის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. 

“გიორგი მამარდაშვილმა კვლავ ითამაშა და კვლავ გამოირჩა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა, რომლის კარსაც მამარდაშვილი იცავდა, მასზე ბევრად ძლიერი ინგლისის ნაკრები 3:2 დაამარცხა.

გიორგი ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო ინგლისთან. მას ვარსკვლავებით სავსე ნაკრებთან დაპირისპირება მოუწია: გუნდთან, რომელიც პრემიერლიგასა და ბუნდესლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული.

მამარდაშვილმა სევილიასთან (1:3) მარცხის შემდეგ, ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. იქიდან მოყოლებული მას არც “ღამურების” და არც ეროვნულ გუნდში არცერთი წუთი არ ჰქონდა ნათამაშები.

მამარდაშვილი ზარს ელოდება. ვალენსიას პასუხი კითხვაზე თუ როდის აპირებს ქართველის კონტრაქტის გამოსყიდვას ამ დრომდე უცნობია. კლუბის გადაწყვეტილება ნათელია, თუმცა გადადგმულ ნაბიჯს ვერ ვხედავთ. აღსანიშნავია, რომ იანვრამდე ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, ფასი გაცილებით მცირე იქნება. იმ შემთხვეაში თუ კლუბი  ტრანსფერს 31 დეკემბრამდე დახურავს, ეს 800 000 ევრო დაჯდება: ზაფხულამდე იგივე ნაბიჯის გადადგმა შესაძლებელი იქნება, მაგრამ ფასი გაიზრდება”, – წერს ესპანური გამოცემა.

Share