ერთა ლიგა 2022 – საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი შანსი

„ახლა მთავარი მიზანია შემდეგ შეკრებამდე ეს დონე შევინარჩუნოთ“ – ვილი სანიოლი
ნოემბერი 16, 2021 08:29
LIVE საქართველო 🆚 რუმინეთი
ნოემბერი 16, 2021 11:50

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ჩააგდო. ნაკრების დასახული მიზანი მე-3 ადგილი ვერ შესრულდა, თუმცა ბოლო სამი მატჩის მოგების შემდეგ გულშემატკივარში იმედი ისევ გაჩნდა.

წინ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატია, სადაც მოხვედრა ნაკრების მთავარი მიზანი იქნება. გარდა ტრადიციული შესარჩევი ციკლისა, შანსი გვექნება, ევროპის ჩემპიონატზე ერთა ლიგის გათამაშებიდანაც მოვხვდეთ.

ერთა ლიგის 2022-23 წლების სეზონი 2022 წლის ივნისსში დაიწყება. საქართველოს ნაკრები C დივიზიონში, მესამე კალათაშია.

ჯვაროსნების სავარაუდო მეტოქეები, კალათების მიხედვით შეიძლება იყვნენ:

პირველი კალათა – თურქეთი – სლოვაკეთი – ბულგარეთი – ჩრდ.ირლანდია

მეორე კალათა – ჩრდ. მაკედონია – ბელარუსი – ლუქსემბურგი – საბერძნეთი

მეოთხე კალათა – გიბრალტარი – ფარერის კუნძულები – ყაზახეთი/მოლდოვა – კვიპროსი/ესტონეთი.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში პირველი ადგილის მოპოვების შემთხვევაში ავტომატურად დაწინაურდება B ლიგაში, და ასევე მოიპოვებს ფლეი-ოფის საგზურს, სადაც სხვა ჯგუფის გამარჯვებულებთან გაარკვევს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საგზურს.

ტურნირი გასვლა/სახლის პრინციპით გაიმართება, მატჩები კი სამ სანაკრებო პაუზაზე არის გათვლილი.

ერთა ლიგის 2022/23  სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა 16 დეკემბერს, შვეიცარიაში გაიმართება. 

Share