საქართველოს ნაკრებმა პირველ მატჩში რუმინეთი დაამარცხა

U21 | საქართველოს შემადგენლობა ინგლისთან ცნობილია
ნოემბერი 16, 2021 12:48
▶️VIDEO გიორგი გულიაშვილის შესანიშნავი გოლი ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ 1:0
ნოემბერი 16, 2021 14:30

დღეს საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ახალ სპორტის სასახლეში რუმინეთის წინააღმდეგ პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და რუმინელები 4:1 დაამარცხა.

მატჩში პირველი გოლის გატანა ვახტანგ კეკელიამ მოახერხა. შემდეგ თავი ირაკლი თოდუამ გამოიჩინა, რომელსაც საგოლე გადაცემა ნაკრების მეკარემ და კაპიტანმა ზვიად კუპატაძემ გაუკეთა. ხოლო პირველი ტაიმის ბოლოს კეკელიამ დუბლი გაიფორმა.

მეორე ტაიმის დასაწყისში გოლი ნატურალიზილებულმა ბრაზილიელმა ბრუნო პეტრიმაც გაიტანა. რუმინელებმა პრესტიჟის გოლის გატანა შეძლეს.

საქართველოს ნაკრები რუმენელებთან მეორე მატჩს ხვალ, იგივე დროს 16:00 საათზე გამართავს. მატჩს კვალავ ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს.

Share