“საქართველო არ იქნება გუნდი, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ მონაწილეობის მისაღებად გამოვა”

გულიაშვილი: “ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში სწორედ დღეს შედგა”
ნოემბერი 16, 2021 20:36
“ინგლისს მოუგო, ახლა კი ვალენსიადან ზარს ელის” – ესპანური გამოცემა მამარდაშვილზე
ნოემბერი 16, 2021 21:09

ბათუმის ახალ სტადიონზე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ინგლისს უმასპინძლა.

რამაზ სვანიძის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქეს 3:2 სძლია. ინგლისელთა კარში დუბლი გაიფორმა გიორგი გულიაშვილმა, ერთი გოლი კი გიორგი გოჩოლეიშვილის ანგარიშზეა.

ძლიერი მეტოქის დამარცხების შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ კომენტარი გააკეთა.

“გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთ-ერთ გრანდს ამარცხებ; გუნდს, რომელსაც ინგლისის პრემიერლიგის ბევრი ფეხბურთელი ჰყავს შემადგენლობაში – ეს ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა.

მინდა, მთელ საქართველოს მივულოცო ეს გამარჯვება და სტადიონზე მოსულ გულშემატკივარს მსურს მადლობა ვუთხრა იმ მხარდაჭერისთვის, რაც მთელი 90 წუთი ასე იგრძნობოდა ტრიბუნებიდან.

აქვე აღვნიშნავ, რომ ეს საწყისი ეტაპია – ამ თამაშით დასრულდა ევრო 2023-ისთვის მოსამზადებელი პროცესის პირველი წელი და კარგია, რომ გამარჯვებით დავასრულეთ. განვლილი პერიოდიდან გამომდინარე, ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას – საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, არ იქნება ის გუნდი, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ მონაწილეობის მისაღებად გამოვა. ჩვენც გვექნება ჩვენი მიზნები, ჩვენი ამბიცია და ჩვენც ვეცდებით ჩვენსას, დანარჩენი უკვე შემდგომ სალაპარაკოა”, – თქვა სვანაძემ.

Share