კვარაცხელია და სტერლინგი – ყველაზე მეტი დრიბლინგი მსოფლიოს შესარჩევზე

▶️ VIDEO არველაძე: “სიმეონემ, ფელიქსი მყავს, ხვიჩა აქ ვერ ითამაშებსო”
ნოემბერი 17, 2021 16:37
▶️VIDEO ბარსელონამ ცსკა დაამარცხა – შენგელიამ 17 ქულის ჩაგდება მოახერხა
ნოემბერი 18, 2021 05:48

რუსული Sportsdaily-WhoScored-ზე დაყრდნობით, საინტერესო სტატისტიკური მონაცემი გამოაქვეყნა. ყაზანის “რუბინის” და საქართველოს ნაკრების ლიდერი მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებული დრიბლინგების რაოდენობით გამორჩეული შედეგი დააფიქსირა.

– “რუბინის” და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე წარმატებული  დრიბლინგების რაოდენობით საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ამის შესახებ პორტალი WhoScored იტყობინება.

– ხვიჩასთან ერთად გამორჩეული გახლდათ რაჰიმ სტერლინგი. ორივე ფეხბურთელი საშუალოდ 4-4 დრიბლინგით გამოირჩა. კვარაცხელიასა და სტერლინგის შემდეგ საუკეთესო გამორჩეულ დრიბლიორთა შორის,  ისრაელის ნაკრების და დონეცკის “შახტარის” გარემარბი მანორ სოლომონი და ლონდონის “ჩელსის” ხორვატი ნახევარმცველი მატეო კოვაჩიჩი გამოირჩნენ. 

– 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შედეგების მიხედვით, საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში გასვლა ვერ მოახერხა – გუნდმა B ჯგუფში მხოლოდ მეოთხე ადგილი დაიკავა. ჯგუფიდან ესპანეთი პირდაპირ გავიდა, შვედეთის ნაკრებმა პლეი-ოფში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

-კვარაცხელია 20 წლისაა. საქართველოს ნაკრებში 2019 წლიდან თამაშობს, მანამდე კი ახალგაზრდულ ნაკრებში გამოდიოდა. რუსეთში ხვიჩა იგივე 2019 წლიდან თამაშობს. ქართვრლმა მოსკოვის “ლოკომოტივში” იჯარის წესიღ ექვსი თვე გაატარა, რის შემდეგაც “რუბინში” გადავიდა, სადაც ახლაც თამაშობს. მიმდინარე სეზონში ქართველმა 14 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.     

Share