“აზაროვი ტრაბზონსპორის ნომერ პირველი სამიზნეა” – თურქული პრესა

LIVE საქართველო 🆚 რუმინეთი
ნოემბერი 17, 2021 12:02
ქართული ფრენჩაიზი სამხრეთ აფრიკის ქარის თასზე იასპარეზებს
ნოემბერი 17, 2021 13:08

ბათუმის “დინამოს” და საქართველოს ნაკრების 19 წლის მცველის ირაკლი აზაროვის შესახებ საუბრები არ წყდება.

თურქული გამოცემა Fotomac.com.tr სანაკრებო პაუზის შემდეგ წერს, რომ  აზაროვი თურქული “ტრაბზონსპორის” ნომერ პირველი სამიზნეა და გუნდის საბჭო გადაწყვეყილებას მალე მიიღებს.

“ირაკლი აზაროვზე დაკვირვებას “ტრაბზონსპორი” აგრძელებს. მას შემდეგ, რაც თურქული გუნდის წარმომადგენლები შვედეთთან  (2:0) მატჩს დაესწრნენ, ისინი დირექტორთა საბჭოს ინფორმაციას წარუდგენენ.

საბჭო კი გადაწყვეტს, გააკეთებს თუ არა ახალ შეთავაზებას, მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის “დინამო” ზაფხულში ფეხბურთელის ფასს მუდმივად ზრდიდა.”, – წერს თურქული გამოცემა.

Share