დიდი მატჩის მოლოდინში – იტალია საქართველოში ჩამოვა

Eurosport: კვარაცხელია, ჰალანდი, ობლაკი – ძვირადღირებული ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა
ნოემბერი 17, 2021 14:35
▶️ VIDEO არველაძე: “სიმეონემ, ფელიქსი მყავს, ხვიჩა აქ ვერ ითამაშებსო”
ნოემბერი 17, 2021 16:37

ავტორიტეტული იტალიური გამოცემა Gazzeta dello sport-ის ცნობით, 2022 წლის ივნისის ტესტებზე იტალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საქართველოსა და რუმინეთს ეწვევა.

წლებია “აძურის” 6 ერის ტურნირზე თამაში არ მოუგია და ყველაზე პრესტიჟულ სარაგბო ტურნირზე 25-მატჩიანი წაგებათა სერია აქვს.

საქართველო კი, რაგბი ევროპის ჩემპიონანტზე დომინანტია და მუდმივად აქვს ამბიცია 6 ერზე, ასე რომ იტალიასთან მატჩი, მითუმეტეს საქართველოში, უაღრესად პრინციპულია.

საქართველო და იტალიის სარაგბო დაპირისპირება 2018 წელს ფლორენციაში, “არტემიო ფრანკიზე” შედგა და მაშინ “აძურიმ” “ბორჯღალოსნები” 28:17 დაამარცხა. 

Share