ფრე 0:3-დან – საქართველოს კარგი მეორე ტაიმი რუმინეთთან

▶️VIDEO ბრუნო პეტრის ეფექტური გოლი რუმინეთთან
ნოემბერი 17, 2021 13:36
Eurosport: კვარაცხელია, ჰალანდი, ობლაკი – ძვირადღირებული ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა
ნოემბერი 17, 2021 14:35

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდა.

ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში, ავთანდილ ასათიანის გუნდმა მოწინააღმდეგეს დღეს დიდი წინააღმმდეგობა გაუწია. ამ გუნდებს შორის ეს მეორე შეხვედრა იყო – საქართველოსა და რუმინეთის გუშინდელი მატჩი ჩვენი გამარჯვებით დასრულდა, 4:3.

რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, პირველი ტაიმი ჩვენმა გუნდმა 0:3 დათმო. მეორე ტაიმში ავთანდილ ასათიანის გუნდი მოედანზე სულ სხვა განწყობით გამოვიდა.

შეხვედრის მეორე ნახევარში ჩვენმა ნაკრებმა ინიციატივა ხელთ იგდო. ბრუნო პეტრიმ ეფექტური დარტყმით სწრაფი გოლი გაიტანა. მალევე ირაკლი თოდუამ ანგარიშში სხვაობა ერთ გოლამდე შეამცირა, მოგვიანებით კი თალესმა ანგარიში გაათანაბრა.

ბრუნო პეტრიმ დუბლი გაიფორმა და საქართველოს ნაკრები სულაც წინ გაიყვანა, მაგრამ მატჩის დასრულებამდე 18 წამით ადრე ჩვენი ნაკრების კარში პენალტი დაინიშნა – 4:4. 

Share