გიორგი მამრდაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია „Football Manager“-ის საუკეთესო ახალგაზრდების სიაში მოხვდნენ

საქართველოსა და ესპანეთის შეხვედრა ნოემბრის TOP 10 მატჩში მოხვდა
ნოემბერი 17, 2021 07:57
▶️VIDEO U21 – ლუკა გაგნიძე 🆚 ინგლისი
ნოემბერი 17, 2021 09:45

ცოტა ხნის წინ საფეხბურთო სიმულატორების მოყვარულებისათვის გამოვიდა საკმაოდ პოპულარული საფეხბურთო თამაშის სერიის „Football Manager“-ის ახალი ნაწილი. ეს საფეხბურთო სიმულატორი ცნობილია ფეხბურთელების შესახებ უზარმაზარი ბაზის ქონით. რამდენიმე ინგლისურ გუნდს სულაც თანამშრომლობს ამ სიმულატორთან, ისინი კი თავის მხრივ აწვდიან დეტალურ ინფორმაციას ამა თუ იმ ფეხბურთელებზე. 

ცნობილმა გამოცემამ „90MIN“-მა გაავრცელა 50 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელების სია, რომელთა დამატებსაც ურჩევენ საკუთარ გუნდში „Football Manager 2022“ – ის თამაშისას.

ამ ჩამონათვალში გვხვდებიან ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან: პედრი, ილაიშ მორიბა, ანსუ ფატი, ჯამალ მუსიალა, ფლორიან ვირცი, დომენიკ შობოშლაი, რაიან გრავენბერხი, ედუარდო კამავინგა, ჯუდ ბელინგემი, გიოვანი რეინა და სხვა უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა საფეხბურთო ვარსკვლავი.

ქართველი გულშემატკივრისათვის კი საინტერესო უნდა იყოს, რომ სიაში ორი ქართველი ფეხბურთელი, „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი და „რუბინის“ შემტევი ხვიჩა კვარაცხელია მოხვდნენ.

„მამარდაშვილი: ვალენსიას უფლება აქვს, დინამოდან გამოისყიდოს , მაგრამ თუ ამას არ გააკეთებენ, თქვენ გაქვთ შანსი ის თავად გამოისყიდოთ.“

კვარაცხელია: ფანტასტიური მოთამაშეა, რომელიც მზადაა პირველი გუნდისთვის. 20 წლის ფეხბურთელი რუსეთიდან აუცილებლად წავა, ამიტომ დროულად შეიძინეთ ის, სანამ მისმა ფასმა არ მოიმატა.“
 

გიორგი მამარდაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია სავარაუდოდ გახდებიან გეიმერების ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშეები. მიზეზი კი ძალიან მარტივია, მათი კარგი მონაცემები და დაბალი ფასი აღნიშნულ თამაშში.

Share