Eurosport: კვარაცხელია, ჰალანდი, ობლაკი – ძვირადღირებული ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა

ფრე 0:3-დან – საქართველოს კარგი მეორე ტაიმი რუმინეთთან
ნოემბერი 17, 2021 13:47
დიდი მატჩის მოლოდინში – იტალია საქართველოში ჩამოვა
ნოემბერი 17, 2021 15:28

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი შვედეთთან მატჩით დაასრულა.

ჩვენმა ნაკრებმა ბათუმში გამართულ შეხვედრაში შვედეთს 2:0 მოუგო. ორივე გოლი მასპინძელთა შემადგენლობაში ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. შესაბამისად, საქართველოს ნაკრებმა 7 ქულით ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა და ამჯერადაც მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა დარჩა.

პოპულარულმა გამოცემა Eurosport-მა დღეს ის ყველაზე ძვირადღირებული 10 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე არ ითამაშებენ. მათ შორის მოხვდა ხვიჩა კვარაცხელიაც, რომლის სატრანსფერო ღირებულებაც Transfermarkt-ის მონაცემებით 18 მილიონ ევროს შეადგენს.

“კვარაცხელიამ ბოლო პერიოდში რუსეთის პრემიერლიგაში მოუკლო, მაგრამ ის კვლავ რჩება ევროპაში ერთ-ერთ საინტერესო ფეხბურთელად. ბოლო შესანიშნავი მატჩი ხვიჩამ ცოტა ხნის წინ ჩაატარა: საქართველომ მოულოდნელად შვედეთს მოუგო, კვარაცხელიამ კი დუბლი გაიფორმა”,  – წერს Eurosport.

რაც შეეხება გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ ათეულს, ის ასე გამოიყურება:

  1. ერლინგ ჰოლანდია (ნორვეგია, 150 მილიონი);
  2. იან ობლაკი (სლოვენია, 70 მილიონი);
  3. მილან შკრინიარი (სლოვაკეთი, 60 მილიონი);
  4. მარტინ ედეგორი (ნორვეგია, 40 მილიონი);
  5. სტეფან სავიჩი (მონტენეგრო, 25 მილიონი);
  6. დომინიკ სობოსლაი (უნგრეთი, 25 მილიონი);
  7. ბერატ ჯიმსიტი (ალბანეთი, 22 მილიონი);
  8. მარაშ კუმბულა (ალბანეთი, 22 მილიონი);
  9. მანორ სოლომონი (ისრაელი, 22 მილიონი);
  10. ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო, 18 მილიონი). 
Share