„სტადიონზე კარგი ატმოსფერო იყო, მადლობა გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის“ – გიორგი მამარდაშვილი

“ინგლისს მოუგო, ახლა კი ვალენსიადან ზარს ელის” – ესპანური გამოცემა მამარდაშვილზე
ნოემბერი 16, 2021 21:09
საქართველოსა და ესპანეთის შეხვედრა ნოემბრის TOP 10 მატჩში მოხვდა
ნოემბერი 17, 2021 07:57

16 ნოემბერს საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ამხანაგური მატჩი გამართა ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ და ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა „ვალესნიას“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა, რომელიც მიმდინარე შეკრებისას 21-წლამდელთა გუნდში იყო გამოძახებული:

„კარგი და დაძაბული მატჩი გამოდგა, როგორც ჩვენთვის, ალბათ ასევე ინგლისელებისთვისაც. მატჩი ამხანაგური იყო, მაგრამ საერთოდ არ იგრძნობოდა, რომ ამხანაგურ მატჩს ვთამაშობდით. სტადიონზე კარგი ატმოსფერო იყო და გულშემატკივარს მინდა მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხად”, – თქვა მამარდაშვილმა.

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ შემდეგ შეხვედრას ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით ჩაატარებს, როდესაც 22 ნოემბერს თბილისის დროით 12:00 საათზე გასვლაზე „რეალ სოსიედადს“ დაუპირისპირდება. 

Share